Friday, October 27, 2017

                                                 

საწრეო მუშაობის  მეორე დღე
26/10. 2017 წელი
თემა: ნიკო კეცხოველი ,,ია და ჭიანჭველა.
მიზანი: წაკითხული ტექსტის გაგება/გააზრება.
უნარი: ანალიზი. შემოქმედებითი უნარი. მსჯელობის/საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი.
აქტივობა 1. ჯგუფური მუშაობა. დაკარგული სიტყვები.
მოსწავლეებს შევთავაზებ ტექსტს, რომელშიც გამოტოვებულია რვა სიტყვა. ისინი იძულებული არიან წაიკითხონ ტექსტი გულდასმით, დაკვირვებით და შეავსონ გამოტოვებული ადგილები. მუშაობენ ინდივიდუალურად, შემდეგ წყვილებთან და განიხილავენ ერთმანეთის ნამუშევრებს. (აქ შეიძლება დაგროვდეს სხვადასხვა ვერსია მათი პასუხებიდან. მაგ: სინონიმები) შემდეგ მასწავლებელი კითხულობს ტექსტის სწორ ვარიანტს, აგრეთვე, მოსწავლეებიც.
აქტივობა 2. შეავსეთ ცხრილი.
ჯგუფებს დაურიგებ ორსტრიქონიანი ფურცლებ -,,ჩემი მოფიქრებული სიტყვებიდა ,,ტექსტში მოცემული სიტყვები“. სვეტებში ჩაწერენ ყველა იმ სიტყვას, რომლებიც მოსწავლეებმა დავალებისას დაწერეს და ახდენენ საკუთარი ცხრილის ანალიზს.
აქტივობა 3. დაასრულეთ წინადადება
მოსწავლეებს დაურიგებ ფურცლებ, მუშაბე ინდივიდუალურად და დაწერენ წინადადებას დასრულებული ფორმით.
აქტივობა 4.  რომელია სწორი და არასწორი.
მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალურად. დაურიგებ ფურცლებ, სადაც უნდა შემოხაზონ სწორი პასუხები.
აქტივობა 5. კითხვა-პასუხი. ტესტი.
აქტივობა 6. რაფთი - წერილის მიწერა ტექსტის პერსონაჟისათვის.

მოსწავლეებს ვურიგებ წებოვან ფურცლებს და ვაძლევ დავალებას მისწერონ წერილი მოთხრობის რომელიმე პერსონაჟს (გია, ჭიანჭველა, ია) წერილში ახსნიან თუ რატომ მოისურვეს მათთვის წერილის მიწერა. აკრავენ ცნების რუკაზე. კითხულობენ მათ ნამუშევრებს.

   საწრეო მუშაობის ამსახველი მასალა











1 comment:

  1. ძალიან კარგი ჩანაფიქრია, ქალბატონო მანანა. გისურვებთ წარმატებებს!

    ReplyDelete