Friday, October 27, 2017

                                                 

საწრეო მუშაობის  მეორე დღე
26/10. 2017 წელი
თემა: ნიკო კეცხოველი ,,ია და ჭიანჭველა.
მიზანი: წაკითხული ტექსტის გაგება/გააზრება.
უნარი: ანალიზი. შემოქმედებითი უნარი. მსჯელობის/საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი.
აქტივობა 1. ჯგუფური მუშაობა. დაკარგული სიტყვები.
მოსწავლეებს შევთავაზებ ტექსტს, რომელშიც გამოტოვებულია რვა სიტყვა. ისინი იძულებული არიან წაიკითხონ ტექსტი გულდასმით, დაკვირვებით და შეავსონ გამოტოვებული ადგილები. მუშაობენ ინდივიდუალურად, შემდეგ წყვილებთან და განიხილავენ ერთმანეთის ნამუშევრებს. (აქ შეიძლება დაგროვდეს სხვადასხვა ვერსია მათი პასუხებიდან. მაგ: სინონიმები) შემდეგ მასწავლებელი კითხულობს ტექსტის სწორ ვარიანტს, აგრეთვე, მოსწავლეებიც.
აქტივობა 2. შეავსეთ ცხრილი.
ჯგუფებს დაურიგებ ორსტრიქონიანი ფურცლებ -,,ჩემი მოფიქრებული სიტყვებიდა ,,ტექსტში მოცემული სიტყვები“. სვეტებში ჩაწერენ ყველა იმ სიტყვას, რომლებიც მოსწავლეებმა დავალებისას დაწერეს და ახდენენ საკუთარი ცხრილის ანალიზს.
აქტივობა 3. დაასრულეთ წინადადება
მოსწავლეებს დაურიგებ ფურცლებ, მუშაბე ინდივიდუალურად და დაწერენ წინადადებას დასრულებული ფორმით.
აქტივობა 4.  რომელია სწორი და არასწორი.
მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალურად. დაურიგებ ფურცლებ, სადაც უნდა შემოხაზონ სწორი პასუხები.
აქტივობა 5. კითხვა-პასუხი. ტესტი.
აქტივობა 6. რაფთი - წერილის მიწერა ტექსტის პერსონაჟისათვის.

მოსწავლეებს ვურიგებ წებოვან ფურცლებს და ვაძლევ დავალებას მისწერონ წერილი მოთხრობის რომელიმე პერსონაჟს (გია, ჭიანჭველა, ია) წერილში ახსნიან თუ რატომ მოისურვეს მათთვის წერილის მიწერა. აკრავენ ცნების რუკაზე. კითხულობენ მათ ნამუშევრებს.

   საწრეო მუშაობის ამსახველი მასალა











Friday, October 20, 2017

საწრეო მუშაობის პირველი დღე

                                           20/10  2017 წელი
   წრის მუშაობის პირველი დღე წარიმართა წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით.
   მოსწავლეებს გავაცნობ სამუშაო თემატიკას და მუშაობისათვის საჭირო მასალას.
   თემა: ნიკო კეცხოველის ,,ია და ჭიანჭველები
  მიზანი: ტექსტის წაკითხვა/გაგებაკითხვების დასმა.
  მეთოდი: ცხელი სკამი
  წავიკითხავ ტექსტს, მოსწავლეები ყურადღებით  უსმენენ. შემდეგ მოსწავლეები   
  ასახელებენ  ნაწარმოების პერსონაჟებს. მოსწავლეები გამოდიან ჯგუფის წინაშე,   
 ჯდებიან სკამზე, მოირგებენ პერსონაჟის როლებს და პასუხობენ თანაკლასელების
 მიერ დასმულ შეკითხვებზე, რომლებიც ამ პერსონაჟებისათვისაა განკუთვნილი.
  ეს აქტივობა მათთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდება. შემდეგ ვუსვამ კითხვას სკამზე მჯდომ მოსწავლეს:
   --  რას გრძნობდა?
  --   ძალიან ვნერვიულობდი, რადგან არ ვიცოდი რა კითხვებს დამისვანდნენ    
    მოსწავლეები.

            საწრეო მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა.











Wednesday, October 18, 2017

საწრეო მუშაობა

წრის დასახელება: ,,ვსწავლობთ ტექსტის გააზრებას
წრის ხელმძღვანელი: მანანა მანაგაძე
მიზნობრივი ჯგუფი: ტყიბულის N1 საჯარო სკილის lll კლასის მოსწავლეები
მიზანი: 1. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ..- მოთხოვნების მიხედვით
     v  ტექსტის წაკითხვა და მისი გაგება
     v  ლექსიკური მარაგის გამდიდრება
     v  ტექსტიდან მიღებული ინფორმაციის დაკავშირება მკითხველის გამოცდილებასთან
    v  მთავარი იდეის გამოყოფა, ტექსტის ნაწილებს შორის მიმართების დადგენა, კითხვების დასმა, დასკვნების გაკეთება და წინასწარმეტყველება
2. მოსწავლეთა უნარების წარმოჩენა
     v  შემოქმედებითი უნარი
     v  მსჯელობის/საკუთარი აზრეის გამოთქმის უნარი
    v  ანალიზი
    v  კრიტიკული აზროვნებია უნარი
    v  ურთიერთთანამშრომლობა
                        მეცადინეობის ხანგრძლივობა: 2017/2018 სასწავლო წლის l სემესტრი. 11 მეცადინეობა
წრის მოკლე აღწერასაწრეო მუშაობა ,ვსწავლობთ ტექსტის გააზრებამოსწავლეებს დაეხმარებათ შეიმეცნონ სამყარო, საკუთარი თავი. ასაკის შესაბამისი სირთულისა და მოცულობის ტექსტები, წიგნიერი გარემო, აუცილებელი პირობებია, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ შეიძინონ ლიტერატურული გამოცდილება, ჩამოუყალიდებათმხატვრული გემოვნება, წაიკითხავენ სიამოვნებით და არა ძალდატანებით. აქედან გამომდინარე, შევარჩიე საინტერესო თანამედროვე მოთხრობები, ლექსები, საინფორმაციო და შემეცნებითი ხასიათის ტექსტები, რასაც თან ერთვის სხვადასხვა სირთულის ტექსტური კითხვები და დავალებები. შერჩეულია, როგორც ადვილი, ისე რთული კითხვებიც, რაც საშუალებას მოგვცემს ავუმაღლოთ მოსწავლეებს ინტელექტი.

           


N
რიცხვი
  თემა
აქტივობა
რესურსი
შენიშვნა
1




2
20/10




26/10
ნიკო კეცხოველის ,,ია და ჭიანჭველები



ნიკო კეცხოველის ,,ია და ჭიანჭველები
ტექსტის კითხვა (მონიშვნებით  კითხვა)



ჯგ/მუშაობა-დაკარგული სიტყვები.
შეავსეთ ცხრილი.
დაასრულეთ წინადადება.
სწორი/არასწორი.
კიპა-ტესტური კითხვები.
რაფთი - წერილის მიწერა ტექსტის პერსონაჟისადმი.
თაბახის ფურცლები



წებოვანი ფურცლები, თაბახის ფურცლები, კალამი.
3




4
2/11




9/11
დედამიწა (საინფორმაციო  ტექსტი)



დედამიწა (საინფორმაციო  ტექსტი)
ტექსტის კითხვა/გაგება(პაუზებით კითხვა)


ტექსტის კითხვა/ანალიზი, ლექსიკური მარაგის გამდიდრება,
ტექსტის ნაწილებს შორის მიმართების დადგენა,კითხვების დასმა, ტესტები. კროსვორდის შევსება.

ტექსტი



ტექსტი, დაფა, ცარცი, ტესტები
5





6
16/11





24/11
,,ვაშენოთ თავთა თვისთათვის ქალაქი და გოდოლი,რომლისა თავი იყოს ვიდრე ცამდე

,,ვაშენოთ თავთა თვისთათვის ქალაქი და გოდოლი,რომლისა თავი იყოს ვიდრე ცამდე
ტექსტის წაკითხვა და მისი გაგება,
ჩუმი კითხვა.


ტექსტის კითხვა/გახსენება, მთავარი იდეის გამოყოფა, ასაბუთებენ თავიანთ აზრს.
ტექსტი, ბუკი.



ტესტები, ფანქარი, კალამი.
7




8
30/11




7/12
ხალხური ლექსების გააზრება




ხალხური ლექსების გააზრება
ტექსტის  კითხვა, გაგება, აღქმა,
ხმამაღალი კითხვა.


გამომეტყველებით ლექსის კითხვა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, უცნობი სიტყვების ახსნა, წაკითხული ტექსტის მიმართ ილუსტრაციის შექმნა. ლექსის გაშინაარსება, ტესტი.
თაბახის ფურცლები, ტექსტები.


დაფა, ცარცი, კალამი, ტესტი.
9






10
14/12






21/12
გემი-მუზეუმი, სტოკჰოლმი





გემი-მუზეუმი, სტოკჰოლმი
ტექსტის კითხვა (მონიშვნებით), ანალიზი, კითხვებზე პასუხის გაცემა(ზეპირად).

მსჯელობა.
ტექსტის კითხვა, მთავარი იდეის გამოყოფა, დასკვნების გაკეთება, ტესტები.
ტექსტი, თაბახის ფურცელი, დაფა, ცარცი.

ტესტები.
11
27/12
ვაჟა-ფშაველა და ბუნება
ტექსტის კითხვა პაუზებით, ანალიზი, წაკითხულის მიმართ საკუთარი აზრის გამოხატვა. კითხვების   დასმა.
ტექსტი, დაფა, ცარცი, წებოვანი ფურცლები. ბუკ.
        საწრეო მუშაობის  პროგრამა



სკოლის დირექტორი:                             /. ქენქაძე/