Thursday, June 20, 2019

ქართულის წრე




ქართულის წრის რეფლექსია


  სასწავლო წლის დასაწყისში გამიჩნდა სურვილი სოციალური უნარების განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით  შემექმნა წრე ქართულ ენასა და ლიტერატურაში სახელწოდებით ,,ვსწვლობთ ტექსტის გააზრებას“, რომელიც დამეხმარება შედეგის გაუმჯობესებაში.
   წრე მოიცავდა ერთ სემესტრსმასში გაერთიანებული იყვნენ პირველი კლასის 10 მოსწავლეებისაგნობრივი წრის დაგეგმისას გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობებიგანხილული საკითხების შესაბამისობა ..- მოთხოვნებთან.
    შევხვდი მშობლებს და გავაცანი ჩემი სურვილი, დავურიგე კითხვარი რა მოლოდინი აქვთ  წრის მუშაობის პროცესში. რასაც დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა მშობლების მიმართ.შევადგინე საწრეო მუშაობის პროგრამაგანვსაზღვრე წრის ხანგრძლივობა და სამიზნე ჯგუფირომელიც მოიცავდა ექვს სამუშაო დღეს.
 დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს:

  •    წაკითხული ტექსტების გააზრებას.
  •  კითხვების სწორი ფორმით დასმას და უნარ-ჩვევების წარმოჩენას
  •    შემოქმედებითი უნარის.საკუთარი აზრის გამოთქმის უნარს. ანალიზის უნარს.   ურთიერთთანამშრომლობას.
      შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდიკეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებულიაღსანიშნავიარომ მოსწავლეთა შინაგანი მოტავაციიდან გამომდინარეწრის ყოველი შეხვედრა იყო  სახალისოაქტივობები დაგეგმილი იყო მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.დაგეგმილი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისადყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული . ისინი ენთუზაიზმით ასრულებდნენ ყველა დავალებასმათ ჰქონდათ სიხარულისა და თვითრწმენის განცდასაკუთარი მიღწევებიდან გამომდინარე პირადად ჩემთვის ეს იყო დიდი სტიმულის მომცემირომ მეტი მონდომებით და პასუხისმგებლობით მემუშავა მათთან.
   როგორც წრის წევრებიასევე მათი მშობლები კმაყოფილი არიან საწრეო მუშაობის დაგეგმვითა და ორგანიზებულობითდროულად ინფორმირებითა და დაგეგმილი აქტივობებითმათი შეფასებით წრის მეცადინეობაზე შექმნილი იყო კეთილგანწყობილისასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემორომელიც ეფუძნებოდა ურთიერთთანამშრომლობასა და ურთიერთპაივისცემის პრინციპებსმოსწავლეებს და მათ მშობლებს მოსწონთ მეცადინეობაზე განხორციელებული მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებიცხელი სკამი, კროსვორდები,  როლური თამაში, ნახატების შექმნა.
   ასევე ისიც უნდა აღვნიშნორომ ჯერ კიდევ დამჭირდება მუშაობა იმ მიმართულებითრომ ყველა მოსწავლემ სრულყოფილად აღიქვას ტექსტების გაგება/გააზრება და ანალიზირასაც საწრეო მუშაობის გეგმა ითვალისწინებდა.
    პირველკლასელებმა ახლახან შეაღეს ცოდნის  კარიმათთვის საინტერესო იყო ანბანის შესწავლა. თითოეული მეცადინეობა მოიცავდა ორ პუნქტსსადაც მოსწავლეები დიდი სიხარულით ასრულებდნენ მათ მიერ დაკისრებულ ვალდებულებებსდაფასთან მუშაობის შემდეგ მეცადინეობა მთავრდებოდა შემაჯამებელი ტესტებითა და კომპიუტერთან მუშაობით.
        საწრეო მუშაობამ მიაღწია დასახულ მიზანსმოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო ცოდნის  კარის შეღებადავადგინე მოსწავლეთა შესაძლებლობარაც საშუალებას მაძლევს მომავალ წელსაც გავაგრძელო მუშაობა ამ კუთხითრათა სასურველ შედეგს მივაღწიო
         წრის მუშაობის დროს გამოყენებული იქნა რესურსი მოსწავლის წიგნი (დამატებითდაფაცარცითვალსაჩინო მასალაბარათები,  ბუკიფერადი ქაღალდები,  ფანქარიმოსწავლეებს გადავეცი სერთიფიკატები.

                                                  წრის ხელმძღვანელი : მანანა   მანაგაძე