ქართულის
წრის რეფლექსია
სასწავლო წლის დასაწყისში გამიჩნდა სურვილი სოციალური
უნარების
განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შემექმნა წრე ქართულ ენასა და ლიტერატურაში სახელწოდებით ,,ვსწვლობთ ტექსტის გააზრებას“, რომელიც დამეხმარება შედეგის გაუმჯობესებაში.
წრე მოიცავდა ერთ სემესტრს, მასში
გაერთიანებული იყვნენ პირველი კლასის 10 მოსწავლეები. საგნობრივი წრის
დაგეგმისას გათვალისწინებული იქნა
მოსწავლეთა შესაძლებლობები, განხილული საკითხების შესაბამისობა ე.ს.გ-ს მოთხოვნებთან.
შევხვდი მშობლებს და გავაცანი ჩემი
სურვილი, დავურიგე კითხვარი რა მოლოდინი აქვთ
წრის მუშაობის პროცესში. რასაც დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა მშობლების მიმართ.შევადგინე საწრეო მუშაობის პროგრამა. განვსაზღვრე წრის ხანგრძლივობა და სამიზნე ჯგუფი. რომელიც მოიცავდა ექვს სამუშაო დღეს.
დაგეგმილი
აქტივობები
ხელს შეუწყობს:
- წაკითხული ტექსტების გააზრებას.
- კითხვების
სწორი ფორმით დასმას და
უნარ-ჩვევების წარმოჩენას
- შემოქმედებითი უნარის., საკუთარი აზრის გამოთქმის უნარს. ანალიზის უნარს. ურთიერთთანამშრომლობას.
შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა შინაგანი მოტავაციიდან გამომდინარე, წრის ყოველი შეხვედრა იყო სახალისო.
აქტივობები
დაგეგმილი
იყო მოსწავლეთა
ინტერესების გათვალისწინებით.დაგეგმილი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული . ისინი ენთუზაიზმით ასრულებდნენ ყველა დავალებას. მათ ჰქონდათ სიხარულისა და თვითრწმენის განცდა, საკუთარი მიღწევებიდან გამომდინარე პირადად ჩემთვის ეს იყო დიდი სტიმულის მომცემი, რომ მეტი მონდომებით და პასუხისმგებლობით მემუშავა მათთან.
როგორც წრის წევრები, ასევე მათი მშობლები კმაყოფილი არიან საწრეო მუშაობის დაგეგმვითა და ორგანიზებულობით, დროულად ინფორმირებითა და დაგეგმილი აქტივობებით. მათი შეფასებით წრის მეცადინეობაზე შექმნილი იყო კეთილგანწყობილი, სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო, რომელიც ეფუძნებოდა ურთიერთთანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემის
პრინციპებს.
მოსწავლეებს და მათ მშობლებს მოსწონთ მეცადინეობაზე განხორციელებული მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები: ცხელი სკამი, კროსვორდები,
როლური თამაში, ნახატების შექმნა.
ასევე ისიც უნდა აღვნიშნო,
რომ ჯერ კიდევ დამჭირდება
მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ყველა მოსწავლემ სრულყოფილად აღიქვას ტექსტების გაგება/გააზრება და ანალიზი, რასაც საწრეო მუშაობის გეგმა ითვალისწინებდა.
პირველკლასელებმა ახლახან შეაღეს ცოდნის კარი. მათთვის საინტერესო
იყო ანბანის შესწავლა. თითოეული მეცადინეობა მოიცავდა ორ პუნქტს, სადაც მოსწავლეები დიდი სიხარულით ასრულებდნენ მათ მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს. დაფასთან მუშაობის შემდეგ მეცადინეობა მთავრდებოდა შემაჯამებელი ტესტებითა და კომპიუტერთან მუშაობით.
საწრეო მუშაობამ
მიაღწია დასახულ მიზანს. მოსწავლეთა
უმრავლესობამ შეძლო ცოდნის კარის შეღება. დავადგინე
მოსწავლეთა
შესაძლებლობა, რაც საშუალებას მაძლევს მომავალ წელსაც გავაგრძელო მუშაობა ამ კუთხით, რათა
სასურველ შედეგს მივაღწიო.
წრის მუშაობის დროს
გამოყენებული იქნა რესურსი მოსწავლის წიგნი (დამატებით) დაფა,
ცარცი, თვალსაჩინო მასალა,
ბარათები, ბუკი, ფერადი
ქაღალდები, ფანქარი, მოსწავლეებს გადავეცი სერთიფიკატები.
წრის ხელმძღვანელი : მანანა მანაგაძე