Monday, December 24, 2018

რეფლექსია

მათემატიკის წრის რეფლექსია
მათემატიკის წრე მოიცავდა ერთ სემესტრს, მასში გაერთიანებული იყვნენ პირველი კლასის 11 მოსწავლეები. საგნობრივი წრის დაგეგმისას გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები, განხილული საკითხების შესაბამისობა ე.ს.გ-ს მოთხოვნებთან.
      წრის მეცადინეობის დაწყებამდე შევადგინე კითხვარი, რომელიც მშობლებს დავურიგე  ,,თუ რა მოლოდინი ჰქონდათ  წრის მუშაობიდან“, რასაც დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა მშობლების მიმართ. შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა შინაგანი მოტავაციიდან გამომდინარე, წრის ყოველი შეხვედრა იყო საზეიმო და სახალისო. აქტივობები დაგეგმილი იყო მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.დაგეგმილი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული . ისინი ენთუზაიზმით ასრულებდნენ ყველა დავალებას. მათ ჰქონდათ სიხარულისა და თვითრწმენის განცდა, საკუთარი მიღწევებიდან გამომდინარე პირადად ჩემთვის ეს იყო დიდი სტიმულის მომცემი, რომ მეტი მონდომებით და პასუხისმგებლობით მემუშავა მათთან.
   როგორც წრის წევრები, ასევე მათი მშობლები კმაყოფილი არიან საწრეო მუშაობის დაგეგმვითა და ორგანიზებულობით, დროულად ინფორმირებითა და დაგეგმილი აქტივობებით. მათი შეფასებით წრის მეცადინეობაზე შექმნილი იყო კეთილგანწყობილი, სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო, რომელიც ეფუძნებოდა ურთიერთთანამშრომლობასა და ურთიერთპასივისცემის პრინციპებს. მოსწავლეებს და მათ მშობლებს მოსწონთ მეცადინეობაზე განხორციელებული მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები: მათემატიკური დომინო, გეომეტრიული დომინო და პრაქტიკული მარტივი ამოცანები, რიცხვების შედარება.
   ასევე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ დამჭირდება მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ყველა მოსწავლემ სრულყოფილად აღიქვას კონკრეტული მათემატიკური საკითხები და ნორმები, რასაც საწრეო მუშაობის გეგმა ითვალისწინებდა. ამიტომ გადავწყვიტე ეს მუშაობა გავაგრძელო მომავალ წელსაც, ვფიქრობ, ხარვეზების გამოსწორება საწრეო მუშაობის გაგრძელებით არის შესაძლლებელი.
    პირველკლასელებმა ახლახან შეაღეს მათემატიკის კარი. მათთვის საინტერესო იყო ,,ჯადოსნური რიცხვების“ აღმოჩენა, რომელთაგან ზოგი პოეზიაში ავლენს საოცარ ძალას, ზოგი ზღაპრებსა და ანდაზებში,ზოგი მუსიკასა და ცეკვაში.“თითოეული მეცადინეობა მოიცავდა ორ პუნქტს, სადაც მოსწავლეები დიდი სიხარულით ასრულებდნენ მათ მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს. დაფასთან მუშაობის შემდეგ მეცადინეობა მთავრდებოდა შემაჯამებელი ტესტებითა და კომპიუტერთან მუშაობით.
        საწრეო მუშაობამ მიაღწია დასახულ მიზანს. მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო მათემატიკური კარის შეღება. დავადგინე მოსწავლეთა შესაძლებლობა, რაც საშუალებას მაძლევს მომავალ წელსაც გავაგრძელო მუშაობა ამ კუთხით, რათა სასურველ შედეგს მივაღწიო. 
         წრის მუშაობის დროს გამოყენებული იქნა რესურსი მოსწავლის წიგნი (დამატებით) დაფა, ცარცი, თვალსაჩინო მასალა, ბარათები,  ბუკი, ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, წებო, ფანქარი, სახაზავი.
მოსწავლეებს გადავეცი სერთიფიკატები.



                                                  წრის ხელმძღვანელი : მანანა   მანაგაძე
                                                   28.12 2018/2019 სასწვ.წელი

Sunday, December 23, 2018

საწრეო მუშაობის მეშვიდე დღე


საწრეო მუშაობის მეშვიდე  დღე
21/12. 2018 წელი
  საწრეო მუშაობის მეშვიდე  დღე წარიმართა გეგმის მიხედვით.
 თემა: სახალისო თამაში ,,დომინო"         
         მოსწავლეებს დაურიგდა ბარათები, სადაც გეომეტრიული ფიგურებიდან შედგენილი იყო დომინო. ავუხსენი თითოეული ბარათის მნიშვნელობა, მაგალითად, ექვსკუთხედი აღნიშნავს ექვსიანს, ხუთკუთხედი ხუთიანს, ოთხკუთხედი ოთხიანს და ა. შ. მოსწავლეები ხალისიანად გაერთვნენ თამაშით, ბოლოს გამოვავლინეთ გამარჯვებული მოსწავლე.

საწრეო მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა.








სერთიფიკატების გადაცემა

Monday, December 17, 2018

საწრეო მუშაობის მეექვსე დღე



საწრეო მუშაობის მეექვსე  დღე
14/12. 2018 წელი
  საწრეო მუშაობის მეექვსე  დღე წარიმართა გეგმის მიხედვით.
 თემა: გაიზარდა თუ შემცირდა
            ა) გაიზარდა თუ შემცირდა მოცემული რიცხვი
         მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს რიცხვების გაზრდა/შემცირება. ვიმუშავეთ დაფასთან, შემდეგ დამოუკიდებლად შეასრულეს კომპიუტერში დავალება.    
         
საწრეო მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა.






Sunday, December 9, 2018

საწრეო მუშაობის მეხუთე დღე


საწრეო მუშაობის მეხუთე დღე
7/12. 2018 წელი
  საწრეო მუშაობის მეზუტე  დღე წარიმართა გეგმის მიხედვით.
 თემა: ნულის თვისება
            ა) ნულის გამოყენება შეკრება/გამოკლების დროს
         მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს ნულის თვისება შეკრება-გამოკლების დროს,   
         გამოთქვეს მათი მოსაზრებები ნულთან მიმართებაში.  
საწრეო მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა.


  

Monday, December 3, 2018

საწრეო მუშაობის მეოთხე დღე

საწრეო მუშაობის მეოთხე დღე
30/11. 2018 წელი
  საწრეო მუშაობის მეოთხე დღე წარიმართა გეგმის მიხედვით.
 თემა: ამოვიცნოთ წესის შედარება
            ა) მოცემული ფრაგმენტის მიხედვით მიმდევრობის ღია პოზიციის შევსება  
მოსწავლეებმა ჯერ დაფაზე იმუშავეს, შემდეგ კომპიუტერის დახმარებით      
        დამოუკიდებლად შეასრულეს დავალება, რასაც დადებითი კომენტარი მოჰყვა
მასწავლებლის მიერ.      
საწრეო მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა.