Monday, November 19, 2018

საწრეო მუშაობის მესამე დღე

საწრეო მუშაობის მესამე დღე
16/11. 2018 წელი
  საწრეო მუშაობის მესამე დღე წარიმართა გეგმის მიხედვით.
 თემა: მათემატიკური ნიშნები
            ა) რიცხვებს შორის მიმართების ჩაწერა
            ბ) ტოლობისა და უტოლობის ცნების აღწერა
საწრეო მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა.

  



Sunday, November 11, 2018

საწრეო მუშაობის მეორე დღე

საწრეო მუშაობის მეორე დღე
09/11. 2018 წელი
    საწრეო მუშაობის მეორე დღე წარიმართა გეგმის მიხედვით.
 თემა: დავუმატოთ, გავზარდოთ
            ა) რიცხვის გაზრდა, შემცირება
            ბ) რაოდენობის შესაბამისი რიცხვის დასახელება
მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. 
საწრეო მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა.







Sunday, November 4, 2018

საწრეო მუშაობის პირველი დღე


საწრეო მუშაობის პირველი დღე
02/11. 2018 წელი
      წრის მუშაობის პირველი დღე წარიმართა წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით. მოსწავლეთა მშობლებს დავურიგე კითხვარი, ,, რა მოლოდინი ჰქონდათ მათემატიკის წრისაგან? "
 თემა: ვემზადებით რიცხვების შესასწავლად.
  •  რამდენია დავითვალოთ? 
  • მეტია, ნაკლებია, რამდენით?
მოსწავლეებმა დავალება კარგად და გულდასმით შეასრულეს. გააფერადეს სურათები. 
მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა.




                                                                                      

Thursday, November 1, 2018

მათემატიკის წრე ,,მათე და თიკა"




მათემატიკის წრის რეფლექსია

მათემატიკის წრე მოიცავდა ერთ სემესტრს, მასში გაერთიანებული იყვნენ პირველი კლასის 11 მოსწავლეები. საგნობრივი წრის დაგეგმისას გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები, განხილული საკითხების შესაბამისობა ე.ს.გ-ს მოთხოვნებთან.
      წრის მეცადინეობის დაწყებამდე შევადგინე კითხვარი, რომელიც მშობლებს დავურიგე  ,,თუ რა მოლოდინი ჰქონდათ  წრის მუშაობიდან“, რასაც დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა მშობლების მიმართ. შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა შინაგანი მოტავაციიდან გამომდინარე, წრის ყოველი შეხვედრა იყო საზეიმო და სახალისო. აქტივობები დაგეგმილი იყო მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.დაგეგმილი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული . ისინი ენთუზაიზმით ასრულებდნენ ყველა დავალებას. მათ ჰქონდათ სიხარულისა და თვითრწმენის განცდა, საკუთარი მიღწევებიდან გამომდინარე პირადად ჩემთვის ეს იყო დიდი სტიმულის მომცემი, რომ მეტი მონდომებით და პასუხისმგებლობით მემუშავა მათთან.
   როგორც წრის წევრები, ასევე მათი მშობლები კმაყოფილი არიან საწრეო მუშაობის დაგეგმვითა და ორგანიზებულობით, დროულად ინფორმირებითა და დაგეგმილი აქტივობებით. მათი შეფასებით წრის მეცადინეობაზე შექმნილი იყო კეთილგანწყობილი, სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო, რომელიც ეფუძნებოდა ურთიერთთანამშრომლობასა და ურთიერთპასივისცემის პრინციპებს. მოსწავლეებს და მათ მშობლებს მოსწონთ მეცადინეობაზე განხორციელებული მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები: მათემატიკური დომინო, გეომეტრიული დომინო და პრაქტიკული მარტივი ამოცანები, რიცხვების შედარება.
   ასევე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ დამჭირდება მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ყველა მოსწავლემ სრულყოფილად აღიქვას კონკრეტული მათემატიკური საკითხები და ნორმები, რასაც საწრეო მუშაობის გეგმა ითვალისწინებდა. ამიტომ გადავწყვიტე ეს მუშაობა გავაგრძელო მომავალ წელსაც, ვფიქრობ, ხარვეზების გამოსწორება საწრეო მუშაობის გაგრძელებით არის შესაძლლებელი.
    პირველკლასელებმა ახლახან შეაღეს მათემატიკის კარი. მათთვის საინტერესო იყო ,,ჯადოსნური რიცხვების“ აღმოჩენა, რომელთაგან ზოგი პოეზიაში ავლენს საოცარ ძალას, ზოგი ზღაპრებსა და ანდაზებში,ზოგი მუსიკასა და ცეკვაში.“თითოეული მეცადინეობა მოიცავდა ორ პუნქტს, სადაც მოსწავლეები დიდი სიხარულით ასრულებდნენ მათ მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს. დაფასთან მუშაობის შემდეგ მეცადინეობა მთავრდებოდა შემაჯამებელი ტესტებითა და კომპიუტერთან მუშაობით.
        საწრეო მუშაობამ მიაღწია დასახულ მიზანს. მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო მათემატიკური კარის შეღება. დავადგინე მოსწავლეთა შესაძლებლობა, რაც საშუალებას მაძლევს მომავალ წელსაც გავაგრძელო მუშაობა ამ კუთხით, რათა სასურველ შედეგს მივაღწიო. 
         წრის მუშაობის დროს გამოყენებული იქნა რესურსი მოსწავლის წიგნი (დამატებით) დაფა, ცარცი, თვალსაჩინო მასალა, ბარათები,  ბუკი, ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, წებო, ფანქარი, სახაზავი.
მოსწავლეებს გადავეცი სერთიფიკატები.



                                                  წრის ხელმძღვანელი : მანანა   მანაგაძე
                                                   28.12 2018/2019 სასწვ.წელი