საწრეო
მუშაობის რეფლექსია
ჩემი პედაგოგიური
პრაქტიკიდან გამომდინარე, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უჭირთ წაკითხული ტექსტების
გააზრება. ამ მიზნით, სასწავლო წლის დასაწყისში მომიხდა შესვლა ახალ კლასში ( III კლასი) მცირე დროში, დაკვირვების შედეგად ამ კლასშიც იგივე პრობლემა
აღმოჩნდა. სოციალური უნარების განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების
მიზნით გადავწყვიტე შემექმნა წრე ქართულ ენასა და ლიტერატურაში სახელწოდებით ,,ვსწვლობთ
ტექსტის გააზრებას“, რომელიც დამეხმარება შედეგის გაუმჯობესებაში.
შევადგინე
საწრეო მუშაობის პროგრამა. განვსაზღვრე წრის ხანგრძლივობა და სამიზნე ჯგუფი. შევხვდი
მშობლებს, გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა, მიზანი და მეცადინეობის ხანგრძლივობა,
რომელიც ითვალისწინებდა 11 მეცადინეობას. თითო თემას დავუთმე ორი აკადემიური საათი.
დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს:
ü წაკითხული
ტექსტების გააზრებას.
ü მთავარი
იდეის გამოყოფას.
ü ტექსტის
ნაწილებს შორის მიმართების დადგენას.
ü კითხვების
სწორი ფორმით დასმას.
და უნარ-ჩვევების წარმოჩენას:
ü შემოქმედებითი
უნარის.
ü მსჯელობის/საკუთარი
აზრის გამოთქმის უნარს.
ü კრიტიკული
აზროვნების უნარს.
ü ანალიზის
უნარს.
ü ურთიერთთანამშრომლობას.
პირველი
მეცადინეობა. საწრეო მუშაობა წარიმართა წინასწარ
დასახული გეგმის მიხედვით. ჩავატარე მინი ლექცია, მოსწავლეებს ვესაუბრე სამუშაო თემებზე,
დაგეგმილ აქტივობებზე.
თემა: ნიკო
კეცხოველის ,,ია და ჭიანჭველები“.
აქტივობა 1. მოსწავლეებში კეთილგანწყობილი ურთიერთობის
დასამყარებლად, მეცადინეობა სახალისო რომ ყოფილიყო გამოვიყენე მეთოდი ,,ცხელი სკამი“.
მოსწავლეებს ავუხსენი მეთოდის ინსტრუქცია. ისინი დავსვი ნახევარ წრეზე, წავიკითხე ტექსტი
ორჯერ, მოსწავლეებმა დაასახელეს ნაწარმოების პერსონაჟები, შემდეგ მოირგეს პერსონაჟების როლები (ია, გია ჭიანჭველა,),
დავსვი სკამზე და დაელოდნენ კითხვებს. ისინი კითხვების დასმის მომენტში ნერვიულობდნენ,
განიცდიდნენ, რადგან არ იცოდნენ რა კითხვებს დაუსვამდნენ და როგორ უპასუხებდნენ მათ
შეკითხვებს.
მეორე
მეცადინეობა დავიწყე წინა მეცადინეობაზე განხილული თემის გახსენებით.
ნიკო კეცხოველის ,,ია და ჭიანჭველა“. გამოვიყენე 6 აქტივობა.
აქტივობა 1. ჯგუფური მუშაობა. დაკარგული სიტყვები.
მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად, მათ გაიხსენეს ტექსტი,
დავურიგე ფურცლები, სადაც დაკარგული იყო რვა
სიტყვა. ჩაწერეს მოფიქრებული სიტყვები გამოტოვებულ ადგილებზე, შემდეგ დავურიგე ტექსტის
სწორ ვარიანტი და მოახდინეს
შედარება.
აქტივობა 2. ჯგუფური მუშაობა. შეავსეთ ცხრილი.
ჯგუფებს დავურიგე
ფურცლები, სადაც მოცემული იყო ცხრილი ორ სვეტად. პირველ სვეტში -- ,,ჩემი მოფიქრებული სიტყვები“
და მეორე სვეტში -- ,,ტექსტში მოცემული სიტყვები“. მოცემულ ცხრილში ნომრების შესაბამისად
ჩაწერეს მათი ნავარაუდევი სიტყვები ,,ჩემი
მოფიქრებული სიტყვები“,შემდეგ წაიკითხეს ტექსტი
და ახლა შეავსეს ცხრილის მეორე სვეტი ,,ტექსტში
მოცემული სიტყვები“, კითხვის დროს ნაპოვნი სწორი სიტყვებით. მოახდინეს ორივე სვეტში ჩაწერილი სიტყვების შედარება
და გააკეთეს ანალიზი.
აქტივობა 3. დაასრულეთ წინადადებები. ( ინდივიდუალური)
მოსწავლეებმა შეასრულეს ტესტური დავალება. შემოხაზეს სწორი პასუხი.
დაასრულეთ
წინადადებები: ,,მახარობელი“ არის ის -
ა) ვინც მუდამ გახარებულია.
ბ) ვინც რამე სასიამოვნოს აგვისრულებს.
გ) ვისაც გაზაფხულის მოსვლა უხარია.
დ) ვისთანაც ყოფნა გვიხარია.
აქტივობა 4. რომელია სწორი და არასწორი. (ინდივიდუალური)
აქაც მათ შეასრულეს ტესტური დავალება. შემოხაზეს სწორი
პასუხი წაკითხული ტექსტის მიხედვით.
1)
იის თესლი ვრცელდება გაზაფხულზე.
მცდარია სწორი
2)
ჭიანჭველები ანადგურებენ იებს.
სწორია მცდარი
აქტივობა 5. რაფთი - წერილის მიწერა ტექსტის პერსონაჟებისათვის.
მოსწავლეებს დავურიგებ წებოვან ფურცლებს და წერილს წერენ
ნაწარმოების პერსონაჟებს ( გია, ია, ჭიანჭველა). წაიკითხეს წერილები, მოახდენეს განხილვა
და გააკრეს ცნების რუკაზე.
აქტივობა 6. მეცადინეობა დავასრულეთ შემაჯამებელი ტესტით.
მოცემული აქტივობებით მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის გააზრება
, გამოიმუშავეს ურთიერთთანამშრომლობის უნარი.
მესამე მეცადინეობა გეგმის მიხედვით წარიმართა.
თემა: საინფორმაციო
ტექსტი ,,დედამიწა“.
აქტივობა 1. გამოვიყენე პაუზებით კითხვა. წავიკითხე პაუზებით ტექსტი და მოსწავლეები გამოთქვამდნენ ვარაუდებს, თუ რა
მოხდებოდა შემდეგში. პაუზებით კითხვისას ცდილობდნენ
ნაწილებს შორის მიმართების დადგენას. მივეცი სახლში დავალება მოეძიათ ინფორმაცია დედამიწის
შესახებ ვიკიპედიაში, რომელსაც განვიხილავდით მომდევნო მეცადინეობაზე.
მეოთხე
მეცადინეობა დავიწყე წინა
მეცადინეობის გახსენებით.
თემა: საინფორმაციო
ტექსტი ,,დედამიწა“
აქტივობა 1. ტექსტის კითხვა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს და გაიხსენეს ტექსტი. მონიშნეს
უცნობი სიტყვები და გამოთქმები, დაწერეს დაფაზე და მოახდინეს მათი ახსნა , რა თქმა
უნდა ჩემი დახმარებით, ამით გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი. უცნობი სიტყვების დახმარებით
ზეპირად შეადგინეს წინადადებები. შემდეგ მოსწავლეებმა წაიკითხეს საშინაო დავალება
, რომელიც მოძიებული ჰქონდათ ვიკიპედიაში, შეადარეს ტექსტში მოცემული ინფორმაცია ვიკიპედიაში
მოძიებულ ინფორმაციას. შემდეგ ბუკის მეშვეობით
ვაჩვენე power point-ში ჩემს მიერ
მომზადებული მასალა /სურათები -- თუ როგორი ეგონათ ადრე დედამიწა ბერძნებს, ინდოელებს,
ჩინელებს, ეგვიპტელებს. რამაც მათში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
აქტივობა 2. კროსვორდის შევსება. (ჯგუფური მუშაობა.)
მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად. დავურიგე ფურცლები. თითოეულმა
ჯგუფმა დაირქვეს პლანეტების სახელები (დედამიწა, პლუტონი, მარსი, მთვარე) და შეავსეს კროსვორდი.
ბოლოს მეცადინეობა დავასრულე შემაჯამებელი ტესტით.
ამ მეცადინეობაზე
მოსწავლეებმა ისწავლეს ურთიერთთანამშრომლობა, ინფორმაციის მოძიება Google.ge - ზე და ტექსტში
მოცემული ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება.
მეხუთე
მეცადინეობა წარიმართა გეგმის მიხედვით.
თემა: ,,ვაშენოთ თავთა თვისთათვის ქალაქი და გოდოლი,
რომლისა თავი იყოს ვიდრე ცამდე“.
აქტივობა 1. ტექსტის კითხვა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი ჩუმად.ფანქრით მონიშნეს გაუგებარი სიტყვები,დაწერეს სიტყვები დაფაზე და მათი აქტიურობით ახსნეს სიტყვები. უცნობი სიტყვების გამოყენებით შეადგინეს
წინადადებები. გაიმართა აზრთა სხვადასხვაობა, მოსწავლეები ერთმანეთის ნათქვამს ასწორებდნენ, ამისათვის იყენებდნენ
ტექსტს და იმარჯვებდა საღი აზრი. მოსწავლეებს
მივეცი დავალება შემდეგი მეცადინეობისათვის
მოეძიათ ინფორმაცია ვიკიპედიაში ბაბილონის გოდოლზე.
მეექვსე
მეცადინეობა წარიმართა წინა მეცადინეობის გახსენებით.
თემა: ,,ვაშენოთ
თავთა თვისთვათვის ქალაქი და გოდოლი, რომლისა თავი იყოს ვიდრე ცამდე“
მოსწავლეებმა მოიტანეს მოძიებული ინფორმაცია ბაბილონის
გოდოლზე. წაიკითხეს და შეადარეს მოცემულ ტექსტს, მოძიებული ინფორმაციით მეტი გაიგეს
ბაბილონის გოდოლის შესახებ. ამით შეძლეს ნაწარმოებიდან მთავარი იდეის გამოყოფა. მთავარი
იდეაა -- 1. სანახევროდ დამწვარმა კოსკმა ჩვენამდე მოაღწია. წარღვნის შედეგად ადამიანებმა
განიზრახეს სენაარის მიწაზე ქალაქისა და ისეთი კოშკის აშენება, რომელიც ცას მისწვდებოდა.
2. ბაბილონის გოდოლი ითქმის არეულ-დარეულობაზე, იგი ძველ ებრაულ სიტყვას ,,ბალალ-არევას“
უკავშირდება. შემდეგ ბუკის გამოყენებით ვნახეთ
სურათები ბაბილონის გოდოლზე და გამოიტანეს
სათანადო დასკვნები. მეცადინეობა დავასრულეთ
შემაჯამებელი ტესტებით.
ამ მეცადინეობაზე მოსწავლეებმა ისწავლეს ინტერნეტსივრცეში
ინფორმაციის მოძიება და დაკავშირება მათ ხელთ არსებულ ტექსტთან, სათანადო დასკვნების
გამოტანა. განუვითარდათ მსჯელობის უნარი.
მეშვიდე
მეცადინეობა დავიწყეთ
ხალხური ლექსების გააზრებით. მოცემული იყო
ორი ხალხური ლექსი, სადაც საუბარი იყო ძლიერ მუხასა და მუმლზე. წავიკითხეთ ორივე ლექსი ხმამაღლა გამომეტყველებით . ისაუბრეს
ლექსის სათაურზე, გამოთქვეს ვარაუდები სათაურის მიმართ, ლექსის განწყობაზე და მასში ასახულ მოვლენებზე,
შემდეგ მოსწავლეებმა შეადარეს ორივე ლექსი
ერთმანეთს და გამოიტანეს დასკვნა: მუხაში ხედავდნენ ძლიერ საქართველოს, ხოლო მუმლში მტრებს. დაიხსომეთ კარგად წინაპართა თქმული: რომ მუხას ვერასოდეს
მოერევა მუმლი, თუ სამშობლო გულით გეყვარება.
მერვე
მეცადინეობა წარიმართა
წინა მეცადინეობაზე განხილული თემის გახსენებით ხალხური ლექსების გააზრება.მოსწავლეებმა
კიდევ ერთხელ წაიკითხეს ლექსები ემოციებით.
აიხსნა უცნობი სიტყვები მათი ძალებით. შეადგინეს წინადადებები ზეპირად. მოახდინეს ლექსის
გაშინაარსება და შექმნეს ნახატი ლექსში გადმოცემულ ამბავზე.
ბოლოს მეცადინეობა
დავასრულეთ შემაჯამებელი ტესტებით.
მეცხრე
მეცადინეობა. საწრეო მუშაობა
დავიწყე ახალი ტექსტის გაცნობით.
თემა: ,,გემი-მუზეუმი,
სტოკჰოლმი“ .
აქტივობა 1. ტექსტის კითხვა
წაიკითხეს ორივე
ტექსტი ყურადღებით, შემდეგ გამოიყენეს ჩუმი კითხვა, (მონიშვნებით კითხვა), სადაც მოსწავლეები
მათთვის გაუგებარ სიტყვებს ხაზს უსვამენ (მუზეუმი, მილი, ექსპონატი) სიტყვები დაწერეს დაფაზე და ახსნეს. ტექსტის ირგვლივ
გამართებს მსჯელობა, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.
მეათე
მეცადინეობა წარიმართა წინა მეცადინეობაზე განხილული ტექსტის გახსენებით
,,გემი-მუზეუმი, სტოკჰოლმი“. კიდევ ერთხელ
წაიკითხეს ტექსტი გულდასმით, მოახდინეს ტექსტში მთავარი იდეის გამოყოფა, რომ -- ,,მე-17 საუკუნეში მეფე გუსტავმა ისეთი სუპერხომალდი
ააგო, სახელწოდებით ,,ვასა“, რომელიც შიშის ზარს სცემდა მტერს და მნახველს სილამაზით
აოცებდა, მაგრამ შეცდომა დაუშვა აგებისას, როცა წყალში პირველად გავიდა, ერთი მილიც
არ ჰქონდა გავლილი, გადაბრუნდა და 30 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა, სადაც დაიღუპა 40 ადამიანი. ეს გემი ზღვის
ფსკერზე 1961 წლამდე იმყოფებოდა, ამოიტანეს და 1990 წელს შენობაში გახსნეს ,,ვასას“
მუზეუმი, რომელიც სტოკჰოლმში მდებარეობს. „
მეცადინეობა
დავასრულეთ შემაჯამებელი ტესტებით.
ამ მეცადინეობაზე მოსწავლეებმა ისწავლეს წაკითხული ტექსტებიდან მთავარი
იდეის გამოყოფა, სათანადო დასკვნების გამოტანა და მსჯელობა, გამოიყენეს მათემატიკური
გამოთვლაც.
მეთერთმეტე
მეცადინეობა დავიწყეთ
ახალი ტექსტის განხილვით.
თემა ,,ვაჟა-ფშაველა და ბუნება“.
აქტივობა 1. ტექსტის კითხვა.
წავიკითხე ტექსტი
პაუზებით, მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდები,
თუ როგორ გაგრძელდებოდა მოქმედება.
წაკითხულის ირგვლივ მოაწყვეს განხილვა ნაწარმოების. გაიხსენეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება და ბიოგრაფია. მისი ნაწარმოებები წაიკითხეს გამომეტყველებით. წაკითხულის მიმართ
გამოთქვეს საკუთარი აზრი, დაუსვეს ერთმანეთს კითხვები და პასუხობდნენ.
მეცადინეობა დავასრულეთ შემაჯამებელი ტესტებით.
მოსწავლეებს
გადავეცი სერთიფიკატები.
საწრეო
მუშაობის მიზანი იყო წაკითხული ტექსტების გააზრება, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარათ სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნებაში, ჩამოუყალიბდათ მხატვრული
გემოვნება, განუვითარდათ შემოქმედებითი უნარი, კრიტიკული აზროვნების უნარი, მსჯელობისა
და საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი, მოსწავლეები უფრო მეტად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან.
მიუხედავად
ამისა, მაინც გამოიკვეთა სირთულეები:
ü სიტყვის
ამოცნობის (ამოკითხვის) მწირი ჩვევა.
ü წაკითხულიდან
აზრის სწორად გამოტანა.
ü შეზღუდული
ლექსიკური მარაგი.
ü დაუკვირვებლობა.
საწრეო მუშაობამ მაინც მიაღწია დასახულ მიზანს, მოსწავლეთა უმრავლესობამ
შეძლო დასახული მიზნის მიღწევა, კარგი იქნებოდა ყველა მოსწავლეს მიეღწია სასურველი
შედეგისათვის. მსგავსი მუშაობის შემთხვევაში კიდევ უფრო ჩავუღრმავდები, დავადგენ მოსწავლეთა
შესაძლებლობის დონეს და მუშაობასაც მის შესაბამისად წავრმართავ.
წრის
ხელმძღვანელი : მანანა მანაგაძე
28.12.
2017 წელი