Thursday, November 30, 2017


  მეშვიდე    დღე
საწრეო მუშაობის მეშვიდე დღე
30/11. 2017 წელი
              საწრეო მუშაობის მეშვიდე დღე დავიწყეთ ხალხური ლექსების გააზრებით. მოცემული იყო ორი ხალხური ლექსი, სადაც საუბარი იყო მუხასა და მუმლზე. წავიკითხეთ ლექსები ხმამაღლა, გამომეტყველებით. შემდეგ მოსწავლეებმა ჩუმად წაიკითხეს, ისაუბრე ლექსის სათაურზე, ასახეს ლექსში ასახული მოვლენები, ისაუბრეს ლექსის განწყობაზე, თუი როგორი განწყობისაა.
                            მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა.



Sunday, November 26, 2017

    
   მეექვსე დღე
             საწრეო მუშაობის მეექვსე დღე
24. 11. 2017 წელი
     საწრეო მუშაობის მეექვსე დღეს გავიხსენეთ კიდევ ერთხელ ტექსტი:
,,ვაშენოთ თავთა თვისთათვის ქალაქი და გოდოლი, რომლისა თავი იყოს ვიდრე ცამდე.“
მოსწავლეებმა  მოიძიეს ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია ბაბილონის გოდოლის შესახებ, წაიკითხეს და მოახდინეს  წაკითხულის მიმართ თავიანთი აზრების დასაბუთება, რის შემდეგ შეძლეს ნაწარმოებიდან მთავარი იდეის გამოყოფა.
                მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა.



Thursday, November 16, 2017

მეხუთე   დღე
საწრეო მუშაობის მეხუთე დღე
16/11. 2017 წელი
              საწრეო მუშაობის მეხუთე დღე დავიწყეთ მიზნის გაცნობით. წაიკითხეს ტექსტი:    ,,ვაშენოთ თავთა თვისთათვის ქალაქი და გოდოლი,
                      რომლისა თავი იყოს ვიდრე ცამდე.“
 მოახდინეს ტექსტის ანალიზი. წაიკითხეს ტექსტი ჩუმად, მონიშნეს მასზე უცნობი და გაუგებარი სიტყვები, ჩამოწერეს დაფაზე და   ახსენეს მათთვის უცნობი და გაუგებარი სიტყვები.


                            მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა.

Friday, November 10, 2017


საწრეო მუშაობის მეოთხე დღე
9/11. 2017 წელი

        საწრეო მუშაობის მეოთხე დღე დავიწყეთ წინა მეცადინეობის განხილული ტექსტის გახსენებით, რისთვისაც გამოვიყენე   ტექსტი და ინტერნეტსივრცეში მოძიებული მასალა.
მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს ტექსტი, ამისათვის გამოვიყენე პაუზებით კითხვა.  ამოკრიბეს მათთვის გაუგებარი სიტყვები, დაიწერა დაფაზე და მოვახდინეთ სიტყვების ახსნა მათი დახმარებით. დავადგინეთ მიმართება ტექსტის ნაწილებს შორის (საინფორმაციო ტექსტსა და ინტერნეტსივრცეში მოძიებულ ტექსტს შორის). წაკითხული ტექსტის მიმართ დაისვა კითხვები.  შემდეგ შეავსეს კროსვორდი.

მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა.
  













Friday, November 3, 2017

საწრეო მუშაობის მესამე დღე
2/11. 2017 წელი

თემა: დედამიწა  (საინფორმაციო  ტექსტი)
მიზანი: წაკითხული ტექსტის გაგება.
              ტექსტიდან მიღებული ინფორმაციის დაკავშირება მკითხველის გამოცდილებასთან.         
უნარი: ანალიზი. შემოქმედებითი უნარი. მსჯელობის/საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი.
აქტივობა 1. ტექსტის კითხვა.
მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს  პაუზებით, მოახდენენ წაკითხულის გაგებას.

შემდეგ ხდება  ტექსტში მიღებული ინფორმაციასა და მკითხველის გამოცდილებასთან დაკავშირებაგაიმართება წაკითხულის მიმართ დისკუსია. მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტის მიმართ, ყოველთვის იმარჯვებს საღი აზრი.


საწრეო მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა.